საფრანგეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.
ხმის მიცემის უფლებით სარგებლობს, დაახლოებით, 49 მილიონი ფრანგი, რომლებიც ეროვნული ასამბლეის 577 წევრს ორ ტურში აირჩევენ.
პროცედურის მიხედვით, თუ პირველ ტურში გამოვლენილი 25%-ზე მეტი აქტივობის შემთხვევაში, კანდიდატი ხმათა უმრავლესობას მიიღებს, ის მაშინვე იკავებს ადგილს პარლამენტში. თუ კანდიდატი არ აირჩევა, იმართება მეორე ტური, ამჯერად, - 7 ივლისს.
გამოკითხვების თანახმად, ულტრამემარჯვენე ნაციონალისტურმა პარტიამ "ნაციონალური გაერთიანება", მარინ ლე პენის ხელმძღვანელობით, შესაძლოა, გაიმარჯვოს და შემდგომში რესპუბლიკის მთავრობას უხელმძღვანელოს. ამ შემთხვევაში, საფრანგეთში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად შეიქმნება ულტრამემარჯვენე მთავრობა.
9 ივნისს, ევროპარლამენტის არჩევნებში მაკრონის პარტია "რენესანსის" დამარცხების შემდეგ,
საფრანგეთის პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, დაითხოვოს ეროვნული ასამბლეა (პარლამენტი) და ჩაატაროს ვადამდელი არჩევნები.
2026-05-03
2026-05-03
2026-05-03
2026-05-02
2026-05-01
2026-05-01
2026-05-01
2026-04-29
2026-04-28
2026-04-28