img1


„ჩემთვის ეს საბჭოს სხდომა განსაკუთრებულია, რადგან პრეზიდენტ ზელენსკისთან ხელს მოვაწერთ „უკრაინის მიმართ ევროკავშირის უსაფრთხოების ვალდებულებებს“ - ბორელი

„ჩემთვის ეს საბჭოს სხდომა განსაკუთრებულია, რადგან პრეზიდენტ ზელენსკისთან ხელს მოვაწერთ „უკრაინის მიმართ ევროკავშირის უსაფრთხოების ვალდებულებებს“. თავის მხრივ, ზოგიერთმა წევრმა ქვეყანამ ეს უკვე გააკეთა. იქნება შესაძლებლობა, რუსული გაყინული აქტივებიდან მიღებული სარგებლით დავაფაროთ უსაფრთხოების ვალდებულებები, იქნება ეს სამხედრო, ფინანსური თუ დიპლომატიური.  

 

ასევე განვიხილავთ თავდაცვის საკითხებს. უნდა მოვიფიქროთ, როგორ დავაფინანსოთ და გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობები. ეს მარტივი არ იქნება, რადგან არც წევრ ქვეყნებსა და არც ევროკავშირს არ აქვს საკმარისი რესურსები ასეთი ძლიერი ბიძგისთვის, მაგრამ ნათელია, რომ ევროპული კრიზისის შემდეგ, ევროპელებს არასაკმარისი შენატანი ჰქონდათ თავდაცვაში. როდესაც ომი დაიწყო, აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენი სამხედრო მარაგები არასაკმარისია და ევროკავშირს გარეთ უნდა შევიძინოთ სამხედრო მარაგების თითქმის 75%. ეს ხელმისაწვდომი არაა და არც გეოსტრატეგიულადაა სწორი ქცევა“, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.