img1


დღეს ჩვენ სტრატეგიული თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტებზე ვისაუბრეთ - ჯეიჰუნ ბაირამოვი

 „დღეს ჩვენ სტრატეგიული თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტებზე ვისაუბრეთ. განვიხილეთ როგორც აქამდე მიღწეული შედეგები, ასევე ჩვენი ურთიერთობების ამჟამინდელი მდგომარეობა... 

ჩვენი დღის წესრიგი იყო პოლიტიკური დიალოგს წარმართვა. ასევე, საერთაშორისო პლატფორმაზე მჭიდრო ურთიერთობის დონეზე, მაგალითად, გაერო, ეუთო, ევროკავშირი. ასევე, სხვა უწყებებში განსახორციელებელ გეგმებზე ვისაუბრე. აზერბაიჯანი და საქართველო ყოველთვის მხარს უჭერს ერთმანეთის ინიციატივებს, ეს ფუნდამენტურ დონეზე მნიშვნელოვანია. 

 

საერთაშორისო იურიდიული ნორმების ფარგლებში აზერბაიჯანი და საქართველო ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემენ. ორმხრივი და მრავალმხრივი პლატფორმებს გარდა, ძალიან სასარგებლო სამმხრივი პლატფორმაც გვაქვს. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის ფორმატი“,- ამის შესახებ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა, ქართველ კოლეგა, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.