img1


ჩრდილოეთ კორეა დონბასში სამხედრო სამშენებლო საინჟინრო ჯარებს გაგზავნის, - ამის შესახებ „ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი“ (ISW) წერს

მანამდე, ფხენიანის აღნიშნული გეგმის შესახებ ინფორმაცია სამხრეთ კორეულმა ტელეკომპანია TV Chosun-მა, სამხრეთ კორეის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით გაავრცელა. 

ამავე მედიების ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ჯარები დონბასში ივლისში გაემგზავრებიან და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის აღდგენაში ჩაერთვებიან. ISW წერს, რომ ჩრდილოეთ კორეის არმიას 10 საინჟინრო ბრიგადა ჰყავს.