„აზერბაიჯანის რესპუბლიკა ჩვენთვის არამხოლოდ კარგი მეგობარი, არამედ სანდო სტრატეგიული პარტნიორია. საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი და დროულია,“ - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან შეხვედრის შემდეგ დღეს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საუბარი შეეხო ურთიერთობების ორმხრივ დღის წესრიგს, ასევე რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიჰუნ ბაირამოვის თბილისში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან.
2026-06-03
2026-06-01
2026-06-01
2026-05-30
2026-05-28
2026-05-28
2026-05-27
2026-05-27
2026-05-26
2026-05-25