" ნურავის გაგიკვირდებათ უსამართლობაზე თვალს, რომ არ ვხუჭავ!
სულრომ ფიანდაზები დამიგოთ არ ვაპირებ ტაში დავუკრა იმ ხალხს და იმ ერთობას, რომლებიც სახელმწიფოსთვის ძალიან მძიმე პერიოდში ქართული ოცნება / Georgian Dream - თვის ზურგში დანის ჩარტყმას და ქვეყნის რყევის ახალი ტალღის პედალირებას ახდენენ!
" უკანასკნელი იდიოტი თუ დაიჯერებს, რომ მე ვინმეს მხრიდან ვიმართები და ვინც იცის ჩემი საკმაოდ მძიმე კრიზისული მდგომარება და ამ უაზრობის საზოგადოებრივ აზრად გადაქცევას ცდილობს ის უკვე ღიად და გაცხადებულად მემტერება.
" სულრომ უკანასკნელი რესურსი გადამეწუროს, მაინც არ დავდგები იქ სადაც ჩემეს ქვეყანას ზურგში დანას ურტყამენ.
არ დავდგები ვაჭრების და თაღლითების გვერდით, რომლებიც ხელებაბყრობილნი შეჰყურებს ბიძინას რამე გადმოუგდოს და ამ დროს თითქოს მისგან ქვეყნის გადარჩენას ცდილობს...
" ამ ქვეყანას ბიძინა ივანიშვილის სახით ჰყავს დიდი პატრონი, რომელსაც ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს და გადასარჩენი მხოლოდ საკუთარი თავი გაქვთ.
ბევრი მცდარი მოსაზრების დისტირიბუციას ახდენე საჯარო სივრცეში.
1. თითქოს ვინმე ხელისუფლების გადაბარებას აპირებს ნაცმოძრაობისთვის.
2. ეროვნული ძალები ნაცების დასამარცხებლად გაერთიანდნენ და თურმე მეორე ფრონტი უნდა აგვაცილონ თავიდან.
3. მაიდანი გვიახლოვდება და მისგან მხოლოდ მორგოშიას მსგავის თაღლითები გადაგვარჩენენ.
4. ხალხის დაკვეთა იყო "მორგოშიების და ტარხუნების" გაერთიანება.
ტ ყ უ ი ლ ი ა
რეალურად კი არავის ამ ერთი კაცის გარდა არ შეუძლია საქართველოს უკეთესი ხვალინდელი დღე განსაზღვროს, აწარმოოს გაწონასწორებული პრაგმატული პოლიტიკა და შეძლოს ძალთა ბალანსის შენარჩუნება.
არავის აქვს ამ კონკრეტულ მომენტში იმაზე დიდი კავშირები ქვეყნის გარეთ ვიდრე ეს აქვს ბიძინა ივანიშვილს.
გაურკვეველი სახის გაერთიანებები კი რეალობაში სულ სხვა მიზნებს ემსახურება და ეს მიზნები არ არის სახელწმიფოებრივი მნიშვნელობის, პირიქით ის არის ყველაზე დამაზიანებელი და საფრთხის შემცველი ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის.
"ტარხუნას და გველხოკერას ანტისახელმწიფოებრივი თამაში"
ბავშური ტყუილია იმის მტკიცება, რომ მორგოშიასთან ერთად სახელმწიფო საქმის კეთება შეიძლება და ანაც ვინმეს დღეს სჭირდება პარლამენტში ზურა მახარაძე.
გაერთიანების რეალურ მიზეზზე წინა სტატიაში ვისაუბრე და ეს მიზეზი ნამდვილად არ არის მათ ბრიფინგზე ზემოთ გაცხადებული.
ამ გაერთიანებას ორი ძირითადი ამოცა აქვს გადასაჭრელი.
პირველი:
" სექტემბრის ბოლომდე მხარდამჭერების მოგროვება და მათი ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართვა, ამ შემთხევაში მორგოშიას იმედი აქვს ქართული ოცნებიდან ვინმე მუხლებ დაჩოქილი მიუვარდება სარფიანი შეთავაზებით, რომ არჩევნებში პროცენტები არ დააკლონ. "
მაგალითად რატომ არ გაერთიანდნენ
2021 - წლის ?
● მაშინ ბატონი მორგოშია (გველხოკერა) უფულობას არ უჩიოდა და საკმაოდ მსუყეეთაც იკვებებოდა.
ამ დროს კი მათ სტრატეგიულ ინტერესში
ამ მსუყე თანხის ვინმესთვის განაწილებია არ შედიოდა.
რეალურად ამ ერთობის მიზანი ქვეყნის გადარჩენა, რომ იყოს და მათი გულები სახელმწიფოებრივად ფეთქავდნენ 2021 - წელს დაიწყებდნენ ამ საქმეს.
შეხსენებისთვის (გველხოკერა) ლევან ჩაჩუასაც კი ვერ იტანდა, აღარაფერს ვამბობ (ბატონტ ტარხუნაზე) რომელსაც კარგად ვიცით რასაც ეძახდა.
● უფულოდ დარჩენილ "ეროვნულები" საკუთარი თავის სარფიანად გაყიდვას ცდილობენ და მუშტარსაც ქართულ ოცნებაში ეძებენ, ესთმი, რომ წინ ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია, რომელმაც საქართველოს ბედი უნდა გადაწყვიტოს და სადაც ადრე იყიდებოდნენ ეხლა იმედი აქვთ ერთად გამოშვებულ პროდუქტს კიდევ უფრო სარფიანად გაყიდიან.
ამ გაერთიანებაში ვერ ვხედავთ შემდეგ სახეებს, რომლებზეც ვფიქრობ სწორადაც მოიქცნენ ამ ავანტიურაში, რომ არ გაეხვნენ:
ჯონდი ბაღათურია
დიმიტრი ლორთქიფანიძე
ზვიად ტომარაძე
სოლიდარობა მშვიდობისთვის
სანდრო ბრეგაძე
ლევან ვასაძე
ნიკოლოზ მჟავანაძე
ეს იმ ხალხის არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც არ აქვთ სურველი სახელმწიფოს წინააღმდეგ წამოწყებულ ავანტიურაში მონაწილეობა მიიღონ.
ირაკლი ჯანყარაშვილი
2026-06-03
2026-06-01
2026-06-01
2026-05-30
2026-05-28
2026-05-28
2026-05-27
2026-05-27
2026-05-26
2026-05-25