img1


შეერთებული შტატები მზადაა დაეხმაროს და გაუწიოს სამხედრო დახმარება ისრაელს ლიბანურ შიიტურ ორგანიზაცია ჰეზბოლასთან კონფლიქტის შემთხვევაში, იუწყება CNN

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ბაიდენის ადმინისტრაცია მზადაა შესთავაზოს საჭირო დახმარება, მაგრამ არ განათავსებს ამერიკელ ჯარს საბრძოლო ობიექტებზე.

 

 შეგახსენებთ, რომ ამ კვირაში ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილის ბოევიკების მუდმივი დაბომბვის საპასუხოდ, მთავრობა "ახლოა გადაწყვეტილების მიღებასთან" ჰეზბოლას წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის შესახებ. ამის საპასუხოდ ლიბანური მოძრაობის ლიდერი ჰასან ნასრალა ებრაული სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეჭრით დაიმუქრა.