- " publicist.ge - ს ინფორმირებული პირი უყვება: ალტ - ინფოს ლიდერები რუსეთში ჩასვლას შეეცადნენ თუმცა შესაბამისი სამსახურებიდან შეტყობინება მიუვიდათ, რომ მათ რუსეთის ფედერაციაში ჩასვლის უფლება ამ დრომდე არ აქვთ.
2024 - წლის დასაწყისში ჯერ კონსტანტიტე მორგოშიას ჩაურტყეს დეპორტი და შემდეგ ალტ - ინფოს სხვა ლიდერებსაც.
რამდენიმე კვირის წინ კი ისინი კვლავ შეეცდადნენ რუსეთის ფედერაციაში შეღწევას თუმცა ეს მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.
წინა საარჩევნო კამპანიის დროს საჭიროდ მიაჩნდათ რუსეთში ვიზიტი და იქედან ჩვეულ სტილში რამდენიმე ფოტოს გადაღება, თუმცა ცივი უარით გამოისტუმრა შესაბამისმა სამსახურებმა.
გუნდის შიგნით, ვიწრო ბაბლში ამ ფაქტს ირაკლი მარტინენკო შემდეგ ნაირად ხსნის: " რუსეთში იმიტომ არ გვიშვებენ, რომ ჩვენს პარტიას იქაური ლიბერალური ფლანგი ბლოკავს იმისათვის, რომ არ მოგვეცეს ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე მორგებული პოლიტიკის გატარება, მათ სურთ მონების ხილვა ჩვენ კი არავის მონები არ ვიქნებით - ამბობს მარტინენკო და რუსეთში გამაგრებულ ლიბერალური ჯგუფების წინააღმდეგ დიდ ბრძოლას აანონსებს - გვიყვება წყარო ალტ - ინფოდან. "
2026-05-03
2026-05-03
2026-05-03
2026-05-02
2026-05-01
2026-05-01
2026-05-01
2026-04-29
2026-04-28
2026-04-28