" დიდ გაერთიანებას მოგეხსენებათ დიდი ფულიც სჭირდება, ხოდა ესენიც ამდგარან და ლევან ვასაძესთან ფულის სათხოვნელად მისულან, რომლისგანაც 1 000 000 ლარი მოითხოვეს.
გვიყვება ინფორმირებული პირი "
დღეს 21 - ივნიას და ჩვენი ინფორმაციით ე:წ ეროვნულ ფლანგზე დიდი გაერთიანების პრეზენტაცია უნდა შედგს, როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი "ალტ - ინფო" და პატრიოტთა ალიანის გაერთიანდნენ არჩევნებზე მონაწილეობის ერთად მისაღებად.
როგორც ინფორმირებული პირი გვიყვება, გაერთიანებაში ლევან სავაძეც მოიაზრებოდა თიმცა მისი პასუხი ჯერ კიდევ უცნობია.
ვასაძესთან ძირითადად ფულზე იყო საუბარი, რადგან არავინ აპირებს მის სიაში ჩაწერას და ეს იცის ლევანმაც რადგან ძალიან დიდი ბრძოლაა შიგნით პირველ შვიდეულში მოსახვედრად.
აქ კი ლევანის არც ადგილია და როგორც ვიცი ის 3% და არც 5% - ს არ დასჯერდება, ამას ურჩევნია მონაწილეობა არ მიიღოს და ბიძინა ივანიშვილი კიდევ უფრო არ გააღიზიანოს.
ლევან ვასაძეს შეხვედრის დროს პირდაპირ უთხრეს, რომ სიაში ერთ ადგილს მის კადრს, ნდობით აღჭურვილ პირს მისცემდნენ და მას ამისთვის ერთი მილიონი უნდა გადაეხადა. (დაეფინანსებინა საარჩევნო კამპანია)
ლევანი პრაგმატული ადამიანია და ვაჭრობაც არ ეშლება რა თქმა უნდა.
შესაბამისად კიდევ ერთ ფარსში მონაწილეობას არ მიიღებს, რომლის ავანგარდშიც ბატონი მორგოშიაა, მისთვის კარგად ნაცნობი თაღლითია.
რა თქმა უნდა არც ერთ თეთრს არ გაიღებს დამშეული " ე რ ო ვ ნ უ ლ ე ბ ი ს " დასაპურებლად.
თხოვნა კი თხოვნის დონეზე დარჩება და ისიც კი არავინ იცის საერთოდ სისხლის სამართლის საქმე აღძრულ ფსევდო პოლიტიკურ სახეებს მისცემს თუ არა ცესკო არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლებას.
2026-05-03
2026-05-03
2026-05-03
2026-05-02
2026-05-01
2026-05-01
2026-05-01
2026-04-29
2026-04-28
2026-04-28