img1


რუმინეთი უკრაინას მის მფლობელობაში არსებული „პეტრიოტის“ ოთხი სისტემიდან ერთს გადასცემს

რუმინეთი უკრაინას მის მფლობელობაში არსებული „პეტრიოტის“ ოთხი სისტემიდან ერთს გადასცემს. გადაწყვეტილება ქვეყნის თავდაცვის უმაღლესმა საბჭომ მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას Европейская правда ავრცელებს. 

როგორც საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება უკრაინაში ვითარების მნიშვნელოვნად გაუარესების გათვალისწინებით მიიღეს. 

რუმინეთში განმარტავენ, რომ კიევს სისტემას იმ პირობით გადასცემენ, რომ რუმინეთი სტრატეგიულ პარტნიორებთან მოლაპარაკებების შედეგად ანალოგიურ ან სხვა მსგავს თავდაცვით სისტემას მიიღებს.