„ხელისუფლების სათავეში „ეროვნული გაერთიანების“ მოსვლა ევროკავშირის დაბლოკვას, „Frexit“-ის დასაწყისსა და უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელოვანი ნაწილის დასრულებას ნიშნავს“, - ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, გაბრიელ ატალმა განაცხადა.
შეგახსენებთ, გუშინ, საფრანგეთის მემარჯვენე პარტიის - „ეროვნული გაერთიანების“ თავმჯდომარემ, ჯორდან ბარდელამ განაცხადა, რომ უკრაინის დახმარების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ პრემიერ-მინისტრად არჩევის შემთხვევაში, უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გადაცემას მხარს არ დაუჭერს.
საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის არჩევნები 30 ივნისს, მეორე ტური კი 7 ივლისს ჩატარდება.
2026-09-15
2026-09-15
2026-09-15
2026-09-14
2026-09-13
2026-09-07
2026-09-04
2026-08-25
2026-08-25
2026-08-25