იტალიას გეგმავს, უკრაინას დახმარების ახალი პაკეტი მიაწოდოს, რომელიც საჰაერო თავდაცვის სისტემასა და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების პარტიას მოიცავს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „უნიანი“ იტალიურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ახალი დახმარება გათვალისწინებულია მეცხრე პაკეტით, რომელსაც [იტალიის] თავდაცვის მინისტრი გვიდო კროზეტო თვის ბოლომდე წარუდგენს იტალიის პარლამენტის ორგანოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გააკონტროლოს იტალიის სადაზვერვო სამსახურების საქმიანობა. მეცხრე პაკეტი შეიცავს არა მხოლოდ SAMP/T-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას, არამედ შორი დისტანციის Storm Shadow-ის რაკეტების პარტიას, რომლებსაც პოტენციურად შეუძლია რუსეთის მიწაზე დარტყმა“, - წერს Il Fatto Quotidiano საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებულ ავტორიტეტულ წყაროებზე დაყრდნობით.
2026-09-15
2026-09-15
2026-09-15
2026-09-14
2026-09-13
2026-09-07
2026-09-04
2026-08-25
2026-08-25
2026-08-25