img1


ბექა ოდიშარია - თუკი ვინმეს ლგბტ პროპაგანდისა და მისი საშიშროების არ სჯერა, სტატისტიკურ მონაცემებს გაეცნოს

„თუკი ვინმეს ლგბტ პროპაგანდისა და მისი საშიშროების არ სჯერა, სტატისტიკურ მონაცემებს გაეცნოს. უკვე ყოველი მეოთხე აიდენტიფიცირებს თავს როგორც ლგბტ თემის წარმომადგენლად. ჩვენ ამას ვეწინააღმდეგებით, ეს არ არის ქართული ტრადიცია და ინტერესი,“ - ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ხელისუფლების ოპონენტებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თავიანთი პოზიციის დაფიქსირების ეშინიათ.

 

„ოპოზიცია ამ განხილვებში მონაწილეობას იმიტომ არ იღებს, რომ მათ აქვთ პოზიცია და ამ პოზიციის დაფიქსირების ეშინიათ. არ არიან იმდენად მამაცნი, რომ გამოვიდნენ და თქვან - დიახ, სწორედაც რომ ემხრობიან ლგბტ პროპაგანდას. როგორც კი ჩვენს მომხრე პოზიციას დააფიქსირებენ, ალიყური მოხვდებათ თავიანთი პატრონებისგან, დონორებისგან და იმ წუთას გადაეკეტებათ მათ და მათთან აფილირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ფინანსური წყაროები“, - აღნიშნა ოდიშარიამ.