img1


დავით მათიკაშვილი - ლგბტ პროპაგანდა ეს არის ის მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც, ზოგადად, მთელ მსოფლიოს, ამ შემთხვევაში საქართველოს, ასე ვთქვათ, დამოკლეს მახვილივით ადგას თავს

„ყველგან, გამონაკლისის გარეშე შეგვიძლია ერთმნიშვნელოვნად ვთქვათ, რომ მხოლოდ და მხოლოდ მყარი მხარდაჭერა აქვს ამ კანონპროექტებს, რამეთუ ლგბტ პროპაგანდა ეს არის ის მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც, ზოგადად, მთელ მსოფლიოს, ამ შემთხვევაში საქართველოს, ასე ვთქვათ, დამოკლეს მახვილივით ადგას თავს,“ - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

„ჩვენ ვართ ვალდებული ვიზრუნოთ ჩვენს რეალობასა და მომავალზე პირველ რიგში და შევქმნათ ისეთი საკანონმდებლო სივრცე, რომ მხოლოდ და მხოლოდ ფსევდო ლიბერალური ღირებულებების პროპაგანდა იყოს შეუძლებელი, იყოს აკრძალული. 

კიდევ ერთხელ, ხაზგასმით, მთელი საზოგადოების გასაგონად, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვეხებით, არ ვერევით არავის უფლებაში. პირიქით, უფლებების დაცვა ყველა ჯგუფის, უმცირესობა იქნება ეს თუ უმრავლესობა, არის გარანტირებული მოქმედი კონსტიტუციით და საკანონმდებლო დანაწესებით“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.