რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ოფიციალური ვიზიტით ჩრდილოეთ კორეას 18-19 ივნისს ეწვევა. აღნიშნულს თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბი ეხმაურება და ამბობს, რომ შეერთებული შტატები რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობების გაღრმავებით შეშფოთებულია.
„შეშფოთებულები ვართ არა მხოლოდ იმის გამო, რომ ეს უკრაინელ ხალხზე მოახდენს გავლენას, რადგან ვიცით, რომ ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტები უკრაინულ სამიზნეებზე დარტყმებისთვის კვლავ გამოიყენება, არამედ იმიტომაც, რომ აქ შეიძლება იყოს გარკვეული ურთიერთგაგება, რამაც შეიძლება კორეის ნახევარკუნძულის უსაფრთხოებაზე გავლენა მოახდინოს“, - აღნიშნა კირბიმ.
2026-05-03
2026-05-03
2026-05-03
2026-05-02
2026-05-01
2026-05-01
2026-05-01
2026-04-29
2026-04-28
2026-04-28