img1


„ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანი მიხეილ ყაველაშვილი დასავლელი პარტნიორების შესახებ

„ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანი მიხეილ ყაველაშვილი დასავლელი პარტნიორების შესახებ: 

 

"ისინი ცდილობენ იმოქმედონ საზოგადოების ნაწილზე, რომ დააზარალონ ხელისუფლება და როგორმე მოხდეს ძალადობრივი ქმედებები. ახლა ალბათ დაელოდებიან არჩევნებს - იქნებ მაშინ გამოვიდეს ეს ამბავი.

 

"ხალხის ძალა" იყო პირველი, ვინც გავბედეთ და მივმართეთ აშშ-ის მაშინდელ ელჩს, რომ ორმაგი სტანდარტი და ასეთი მიდგომა მიუღებელია, არ არის სწორი არც პარტნიორული და არც მეგობრული თვალსაზრისით. ამიტომ ვთხოვეთ, ნუ გააკეთებენ ისეთ საქმეს და ნუ მიიღებენ გადაწყვეტილებას, რაც ავნებს ჩვენს ურთიერთობას. 

 

მაშინ პირდაპირ ვუთხარით და ახლაც ვუმეორებთ - ნუ ხართ იმ ძალების ზურგს უკან ამოფარებული, რომლებიც ცდილობენ ამ ქვეყანაში ძალადობრივი გზით მოიპოვოთ ხელისუფლება, ამას ჩვენ არ დავუშვებთ. სიმშვიდის და ჩვენი პოზიციის სიმყარის გარანტია ჩვენთვის არის საზოგადოება, ქართველი ხალხის უმრავლესობა, რომელიც მყარად დაუდგა ჩვენს ხელისუფლებას ამ სიტუაციაში და ამას ვერავინ ვერ შეეწინააღმდეგება. ამ ხალხის რაოდენობა უფრო მეტად გაიზრდება”.