- " მკვდარი მკვდარს აეკიდა და ორივე ერთად კუბოს საპოვნელად გაეშურნენ, ასე შეიძლება დასათაურდეს რამდენიმე დღის წინ დაანონსებული ე:წ ეროვნული ძალების გაერთიანება, რომლებსაც იმედი აქვთ 3%-ს მოაგროვებენ და სექტემბრის ბოლოს ბიძინასთან მივლენ, აგერ ჩვენი 3%-ი ან გვიყიდე ანაც სერიოზულ პოლიტიკურ პრობლემებს შეგიქმნითო. "
◾️ გაერთიანებაზე და ამ გაერთიანების მიზეზებზე ბლიც ინტერვიუს შემოგთავაზებთ
რისთვის გაერთიანდნენ ?
და საერთოდ ეს გაერთიანება აზრად რატომ არავის მოუვიდა თუნდაც 2020 წელს ?
2021 - წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ?
ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად წარსულში უნდა გავიხედოთ, აი იმ წარსულში სადაც ერთმანეთზე მკვდარსისხლად იყვნენ გადაკიდებულნი.
მაგალითად წყალწაღებული მორგოშია ირმა ინაშვილს დასცინოდა, აგინებდა და სხვებსაც მოუწოდებდა ამისკენ.
2021 - წლის 4 ივლისს პატრიოტთა ალიანსმა ეკლესიის მხარდასაჭერი აქცია გამართა, ხოლო იმავე წლის 5 ივლისის მოვლენებში მონაწილეობა არ მიიღო.
არც ხმა არ ამოუღია 5 ივლისს დაკავებული ბიჭების შესახებ.
ბატონი მორგოშია შიდა ჩატებში ბრძანებებს გასცემა ეგინებინათ ირმა და ამბობდა, რომ მან უღალატა იდეას, ღირებულებებს და უფრო მეტიც იგივე შეტყობინებებს მოსკოვში აგზავნიდა.
2022 - წლის მარტში კი მზად იყო სოლიდურად დაეფინანსებინა კამპანია, რომლის მიზანიც ევროსკეპტიკურად განწყობილი აუდიტორიის თვალში ირმა ინაშვილის დასავლეთის სპეცსამსახურების აგენტად დაეხატვა იყო.
მოკლედ გასული ორი წლის განმავლობაში ალტ - ინფო ობიექტივის კადრების მიზიდვას და მასთან გადაყვანას აქტიურად ეწეოდა.
მორგოშია დასცინოდა ბატონ დავით თარხან მოურავს და აღამახმად ხანის "ცალ-ყვერს" ეძახდა. ასე დასცინოდა გიორგი ქარდავაც, რომლეიც ამბობდა, რომ პატრიოტთა ალიანსი ლიბერალური დღისწესრიგის გამტარებელი და ქართული ოცნების სატელიტი იყო. ამიტომაც გაემიჯნენ ისინი 5 ივლისს.
მოსკოვში ვიზიტების დროს კოკა მორგოშია იქაურ პოლიტიკურ ელიტას უმტკიცებდა, რომ ირმა ინაშვილი კელი დეგნანის ახლო მეგობარი იყო და კელის სახლშიც ხშირად სტუმრობდა. თუ დავუჯერებთ მოარულ ხმებს მათ ამის ამსახველი ჩანაწერიც აქვთ და საჭირო დროს გამოუქვეყნებდნენ.
უნდობლობის, ერთმანეთის გინების, ლანძღვის, ზურგში დანის ჩარტყმის ფონზე ეს ორი ძალა გაერთიანდნენ და იცით რატომ ?
ალტ - ინფოს მძიმე ფინანსური კრიზის აქვს, ყოველ თვე გაედინება ტელევიზიიდან კადრები, რომლებსაც ზურგში აყოლებენ ლანძღვა გინებას.
სისხლის სამართლის დანაშაულების გამო კი მათ რეგისტრაციაში არ ატერებენ. მორგოშიას თაღლითური და ფულის მოყვარული ხასიათის გამო კი ამ ჩავარდნილ პროექტში არავის სურს ინვესტირება.
ჭორიკანა და ტრაბახა ტონის გამო, მორგოშიას ქართული ოცნების ბევრ ლიდერთანაც დაეძაბა ურთირეთობა, რამაც საბოლოოდ მისი ძმა ირაკლი მორგოშია აიძულა კოკასთვის საფრანგეთში პოლიტიკური თავშესაფარი ეძებნა. ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი დამსახურებული ბორკილები დაადონ.
◾️ სამწუხაროდ ასეთივე მძიმე სიტუაციაა ობიექტივშიც, რომელიც სულუფრო უკან - უკან მდისი და პარლამენტზე უარის თქმის შემდეგ მათთან აღარავის სურს ლაპარაკი.
დავით თარხან მოურავი კი რომელიც 2021 - წელს ამტკიცებდა, რომ მორგოშიას არ დაელაპარაკებოდა და მასთან როგორც წვრილ თაღლითთან ურთიერთობა აღარ ექნებოდა დღეს ჟანგბადივით დასჭირდა მუხლებზე დავარდნილი მიხოხვა და ხვეწნა იქნებ გავერთიანედეთო.
როგორც ამას მორგოშია არა ერთ გან ამტკიცებს თურმე ბატონი დავითი კვირაში 3 ჯერ ურეკავდა და ფიანდაზებს უგებდა გაერთიანებისთვის და საქმიან საუბრებში კი იმ შანსებზე ამახვილებდა ყურადღებას, რომლითაც მათი ერთად ყოფნით სავაჭრო ფასი გაიზრდებოდა.
სამწუხაროდ არც ერთ მათგანს სხვა გზა არ დარჩათ გარდა ერთმანეთის "გადაფურთხებულის ალოკვისა" შუბლის ძარღვის გაწყვეტის და ახალ პოლიტიკურ ავანტიურაში გახვევისა.
ფული ჯოჯოხეთს ანათებს ხომ იცით, ხოდა ეხლა მათზე მეტად ეს ფული ალბათ არავის სჭირდება.
მათზე მეტად ეხლა არავინ არის ხელისუფლებაზე გაბოროტებული, შესაბამისად ორივეს მოუწია ხმარებიდან სარკე ამოეღოთ საკუთარი თავისთვის თვალებში ჩახედვის, რომ არ შერცხვენოდათ.
to be continued...
2026-05-03
2026-05-03
2026-05-03
2026-05-02
2026-05-01
2026-05-01
2026-05-01
2026-04-29
2026-04-28
2026-04-28