img1


ლევან ვასაძემ დიდ გაერთიანებაზე უარი მორგოშიას გამო თქვა

- " publicist.ge - ს წყარო უყვება დეტალებს, რომლითაც ირკვევა თუ რატომ ვერ შედგა დიდი გაერთიანება და ვის გამო აუტრიალა მაგიდა ე:წ ეროვნულ ძალებს ლევან ვასაძემ, რომლებიც გაერთიანებას ცდილობენ.

რამდენიმე დღის წინ ალტ - ინფოს პირდაპირ ეთერში ზურაბ მახარაძემ მაყურებელს ალტ - ინფოსა და პატრიოტთა ალიანსის გაერთიების შესახებ ამცნო და დასძინა, რომ ისინი მოლიპარაკებებს აწარმოებენ ლევან ვასაძესთან, რომლის პასუხსაც ელოდებიან.

წყაროს ინფორმაციით ვასაძისთვის მთავარ დამაბრკოლებელს კონსტანტინე მორგოშია წარმოადგენს, რომელსაც მან წლების წინ დაუპირისპირდა.

ინფორმირებული პირო გვიყვება, რომ მორგოშიამ ლევან ვასაძის ზურგს უკან თამაში დაიწყო და რამდენჯერმე მოატყუა კიდეც.

საბოლოოდ ლევანი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ მის გვერდით სინამდვილეში არა სამშობლოზე შეყვარებული კაცი, არამედ ერთი რიგით თაღლითი იდგა, რომელსაც თბილისში როგორც ავანტიურისტ, გადამგდების სახელით იცნობდნენ.

ასე მოატყუა ვასაძეც, რომელსაც "პადნოშკებს" უდებდა ქვეყნის შიგნით თუ გარეთ - გვიყვება წყარო.

ფინანსურად და პოლიტიკურად გაკოტრებულმა ალტ - ინფომ თავის გადარჩენისთვის მოკავშირეების მოძბნა დაიწყო და სასულიერო პირების შუამდგომლობით პატრიოტთა ალიანსს მიადგა, რომელიც თავის მხრივ მძიმე პოლიტიკური ხარაკირის შემდეგ კვდომის გზაზე დგას.

ინფორმირებული პირის საშუალებით ვიგებთ, რომ ლევან ვასაძისგან გარკვეული თანხა მოითხოვეს საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად თუმცა ლევანის პასუხი მარტივია ის თაღლითებს არ დააფიანსებს და მითუფრო მათ პოლიტიკურ მხარდაჭერას არ აღმოუჩენს. "