img1


„ იტალიის პრემიერ მინისტრის ჯორჯია მელონის გარდა, G7-ის სამიტზე ლიდერები საკმაოდ სუსტებად გამოიყურებიან “ - POLITICO

დიდი შვიდიანის შეკრება იტალიაში და სასუწარკვეთილი ლიდერები

 

- " საშინაო პოლიტიკური კრიზისებით. ევროპარლამენტის არჩევნებში განცდილი მარცხით, განახევრებული რეიტინგებით და თანმდები სოციალურ - ეკონომიკური პრობლემებით სავსე დიდი შვიდეულის ლიდერები იტალიაში შეკრებისთვის ემზადებიან. "

 

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი რიში სუნაკი ვადამდელი არჩევნებისთვის ემზადებიან. ორივე სახელმწიფოში მძიმე პოლიტიკური კრიზისია მომწიფებული. 

 

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ულტრამემარჯვენე ნაციონალისტებთან მარცხით შეურაცხყოფილი დაესწრება დიდი შვიდიანის შეკრებას.

 

შეკრებას კანადის პრემიერ მინისტრი ჯანსტინ ტრუდო განახევრებული რეიტინგით დაესწრება.

 

იაპონელი ფუმიო კიშიდა კი ყველაზე დაბალ პერსონალურ რეიტინგს ავლენს თავისი მმართველობის ისტორიაში.

 

აშშ-ს 81 წლის პრეზიდენტის ვაჟი, ჰანტერი, დამნაშავედ ცნეს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენისთვის, ამას პრეზიდენტის შვილის ნარკო დამოკიდებულებაც ემატება, რომელიც შავ ლაქად დასდევს მამის საპრეზიდენტო არჩევნებს.

ამასთან ერთად კაპიტოლიუმში

პირველი გადამწყვეტი დებატები ახლოვდება დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის.

81 - წლის ბაიდენი ხელისუფლების დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას.

 

„ იტალიის პრემიერ მინისტრის ჯორჯია მელონის გარდა, G7-ის სამიტზე ლიდერები საკმაოდ სუსტებად გამოიყურებიან “, - 

განაცხადა ივო დაალდერმა, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას დროს ნატოში აშშ-ის ელჩი იყო. „ტრუდო, ალბათ, არ აპირებს მომავალ არჩევნებში გამარჯვებას. ბაიდენს რთული საარჩევნო რბოლა აქვს. შოლცი დასუსტებულია. მაკრონი დასუსტებულია. სუნაკი არის "მკვდარი კაცი, რომელიც დადის" ხოლო კიშიდას სერიოზული პრობლემები აქვს ქვეყნის შიგნით."