პუტჩისთთა (ანუ ქვეყნის დამაქცევართა) შორის ჩემდა გასაკვირად და სავალალოდ ჩემი ახლობლები,კოლეგები,მეცნიერები,ინტელიგენცია ერივნენ.
“ ძე-შეცდომილთა” ნაწილმა მოინანია და ამიტომ აღარ განვიკითხავ.
საერთოდ ასეა- პატიება ადვილად შემიძლია , მაგრამ დავიწყება მიჭირს.
მიუხედავად მონანიებისა დავიწყება ქვეყნის ღალატისა ძალიან ძნელია.
თეორიულ მოწინააღმდეგეებს კიდევ გაუგებს კაცი,მაგრამ შემოპარულ მედროვეებს,რომლებიც შენს მზეს ფიცულობდნენ და შემდეგ იარაღით დაგიპირისპირდნენ, იესო ნაზარეველი უნდა იყო,რომ ბოლომდე აპატიო.
თუმცა დიდმა ზვიად გამსახურდიამ,ვით ჭეშმარიტმა ქრისტიანმა ესეც შეძლო - მათაც შეუნდო.
მეტად ფაქიზი და წმინდა სულის ბრძანდებოდა სულკურთხეული პრეზიდენტი.
ცუდ დროს მოუწია მოღვაწეობა,უგულო და ხეპრე მმართველთა შორის,ბევრ უცხოელ მმართველს მისადმი ზღვარგადასული შურიც კი ამოძრავებდა.
აკი,მარგარიტ ტეტჩერმა ზვიადს 21 საუკუნის პრეზიდენტი უწოდა.
ნათქვამია-შენი მეგობარი რომ კუზიანი იყოს,შენც მოიხარეო.
ზვიადი არ მოიხარა,კუზიანი არ გახდა და დინების საწინააღმდეგოდ აღმა ცურვას შეუდგა.
ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ შეითქვა მთელი მსოფლიო ქართველთა ჭეშმარიტი პრეზიდენტის წინააღმდეგ.
ორი უდიდესი პოლიტიკური ვეშაპი ერთად ეძგერა საქართველოს დამოუკიდებლობას და მის სიმბოლოს.
რას გაიგებდნენ უგუნურები ზვიადისას ? ან შეუძლებლის შესაძლებლობის მომხიბლაობას….
ამას წინათ სუფრაზე თამადობისას ერთმა ცნობილმა მეცნიერმა ზვიადი ადღიგრძელა- “ დიდად განათლებული იყო,ბევრი წიგნი ჰქონდა წაკითხული,ენებიც იცოდაო. “
სუფრაზევე შეუტია მეორე ჩვენმა კოლეგამ - ნაკითხი და განათლებული შეიძლება ჩვენზე , მეცნიერებზე და პროფესურაზე თქვან - ზვიადი სხვააა , აბსოლიტურად სხვა , სხვა განზომილებაში მყოფი მოაზროვნე იყოო.
დიახ- “სხვა “ რომ არის ამას უკვე ყველა გრძნობს,მაგრამ ვერ(ან არ) ამბობს თუ ვინ იყო საქართველოსთვის ზვიადი.
მე რამდენადაც ვიცი ,რაც წამიკითხავს,რაც უთქვამთ- ზვიადის მოღვაწეობის შესაფერისად ჯერ ვერავინ ვერაფერი აღწერა.
მის პატიოსნებაზე და სამშობლოს სიყვარულზე ვეღარაფერს ვიტყვი - ეს ისედაც ყველამ იცის
მაგრამ პერმენევტიკული და ფენომენალური ხედვაა საჭირო ,ხედვის სუბიექტთან მხედველობის იდენტობა თუ არა,მიახლოება მაინც - რომ ჩაწვდე ზვიად გამსახურდიას .
დრო უნდა ალბათ ყველაფერს - ახალ თაობაში გამოჩნდებიან , აუცილებლად გამოჩნდებიან და შეძლებენ სრულად აღიქვან ზვიადის მოღვაწეობის ჭეშმარიტი არსი !!!
საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი ანზორ ბრეგაძე
ინტერვიუ ჩაწერილია 1993 წელს.
წერს ქართული მარშის ლიდერი სანდრო ბრეგაძე
2026-05-06
2026-05-04
2026-05-03
2026-05-03
2026-05-03
2026-05-02
2026-05-01
2026-05-01
2026-05-01
2026-04-29