img1


ყველამ უნდა იცოდეთ - ისრაელის ღალატი 2008 წელს

ყველამ უნდა იცოდეთ - ისრაელის ღალატი 2008 წელს (რუსეთ-საქართველოს ომი):

      2012 წელს, ცნობილმა საინფორმაციო ვებ-გვერდ WikiLeaks-მა დაიწყო 5 მილიონზე მეტი ელექტრონული ფოსტის დოკუმენტის გამოქვეყნება, რომელიც მოიპოვა ამერიკული კომპანია Stratfor-ის მიერ. ამ ფაილების გამოქვეყნების შემდეგ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ბევრი ფაქტი ერაყის ომთან და სხვა კონფლიქტებთან დაკავშირებით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი - თუ როგორ მიყიდა ისრაელმა რუსეთს მათ მიერ წარმოებული უპილოტო საფრენი აპარატის (UAV) კოდები, რომლებიც ქართველებს ჰქონდათ ნაყიდი და იყენებდნენ საზღვრის დაცვისთვის და მის დასაზვერად. ისრაელმა რუსეთთან გაცვალა სამხედრო ინფორმაცია აპარატების კოდების სახით და მიიღო რუსეთისგან ირანის არტილერიული აპარატების სამართავი კოდები. ისრაელის ამ სვლამ გამოიწვია საქართველოს საზღვარზე ქართული დრონის ჩამოგდება რუსეთის მიერ 2008 წლის ივლისში, რაც გახდა მთავარი საწინავო მოქმედება და რამაც გამოიწვია 2008 წლის რუსეთის ოკუპაცია, რომ არა ისრაელის მიერ გაყიდული უპილოტო საფრენი აპარატების კოდები, რუსები ვერ შეძლებდნენ ჩვენი დრონის ჩამოგდებას რომლებიც მათი თქმით ე.წ. "სამხრეთ ოსეთის" ტერიტორიაზე დაფრინავდა.

ოფიციალური WikiLeaks-ის დოკუმენტი გვიამბობს ავტორის მექსიკელ სამხედრო კონტრაქტორთან შეხვედრას, რომელიც ეუბნება რომ მას დაუკავშირდნენ ქართველი ძალოსნები, რათა შეესყიდათ მექსიკური უპილოტო საფრენი აპარატები, ქართველმა ძალოსნებმა თავდაცვის სამინისტროდან მათ ასევე უთხრეს თუ როგორ მიყიდა ისრაელმა რუსეთს მათი აწ-უკვე ყოფილი უპილოტო საფრენი აპარატის კოდები, (ცხადია, კოდები რადგან რუსეთის ხელში ჩავარდა, ამ აპარატების გამოყენებას ყველა სტრატეგიული მიზანი დაეკარგა, და მათი სხვა უპილოტო საფრენი აპარატებით ჩანაცვლება საჭირო გახდა) და ამის გამო მათ დასჭირდათ ახალი საფრენი დრონები, რომლებსაც მექსიკისგან იყიდიდნენ. მექსიკელი კონტრაქტორი წერს რომ "ქართველები ეძებდნენ ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც მათ ამ ტექნიკას მიყიდიდა, ისინი ფულს არ იშურებდნენ რახან იცოდნენ რომ [დრონის ჩამოგდების შემდეგ] ომი ახლოს იყო".

ასევე ისრაელმა რუსეთის მოთხოვნოთ უარი განაცხადა საქართველოსთვის საარტილერიო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის შეიარაღების მოწოდებაზე სპაიდერის და ლარ 160 რაკეტებზე.

ასევე ყურადსაღებია ცახალის ოფიცრების სტუმრობა სოხუმში 2009 წელს, სადაც მოხდა აფხაზეთისთვის შეიარაღების მიყიდვა და დაიწყო სამხედროების წვრთნა...