საზოგადოებაში აქტიური დებატების ფონზე მიდის ევროპარლამენტის არჩევნები. ფაქტია, რომ ბევრი ანალიტიკოსისა და მედიის აზრით, ევროპელები შესამჩნევად დაიღალნენ ევროკავშირის ხელმძღვანელობის მემარცხენეობით და პოპულისტური ძალებით.
დღეს კი მათი აშკარა ჩანაცვლება მიდის
მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე პოლიტიკური პარტიებით, რომლებიც სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენენ ამომრჩევლებს შორის და მათ ძალიან დიდი შანსი აქვთ ახალ ევროპარლამენში მოიპოვონ უმრავლესობა.
გერმანელი პოლიტოლოგი, WeltTrends საერთაშორისო პოლიტიკის ინსტიტუტის (პოტსდამის) პროფესორი ალექსანდრე რარი ამბობს, რომ
ცხადი იყო, როგორ იბრძოდნენ ლიბერალური ელიტები, რომლებიც ყველა ხერხს მიმართავდნენ ევროკავშირის ხელმძღვანელობაში გავლენის შესანარჩუნებლად.
მაგრამ, მიუხედავად მემარჯვენეების დისკრედიტაციისა, ეს უკანასკნელი დიდ მხარდაჭერას მიიღებს ევროკავშირის ყველა ქვეყანაში. გადაწყვეტილებას ევროპარლამენტი მიიღებს. მაგრამ ლიბერალური ძალები - მემარცხენეები, მწვანეები, ცენტრისტები - მზად არიან დაეთანხმონ ნებისმიერ შეთანხმებას ერთმანეთთან, რათა ხელი შეუშალონ მემარჯვენეების წინსვლას ევროკავშირის ძალაუფლების სტრუქტურებში. შოლცი და მაკრონი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენი დარჩეს ევროკომისიის ხელმძღვანელად და, ფაქტობრივად, „ევროპის მეთაურად“.
ამომრჩეველი უკმაყოფილოა ევროკავშირის ამჟამინდელი პოლიტიკით: ზოგიერთ ქვეყანაში უკმაყოფილება მეტია, ზოგში ნაკლები. ექსპერტები პროგნოზირებენ ულტრამემარჯვენე პარტიების სერიოზულ გაძლიერებას, მაგრამ ამავდროულად მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თუ გაძლიერება მოხდება, ნაკლებად სავარაუდოა, რომ უმრავლესობას მიაღწევენ. მაგრამ ამავდროულად, ყველაფერი შეიძლება ერთ მომენტში შეიცვალოს - ღირს ყურადღების მიქცევა, თუ როგორ მოხდა ბოლო თვეებში, თუნდაც სპეცსამსახურების ჩართულობით, შეტევა მაგალითად მემარჯვენე ალტერნატივა გერმანიაზე, რომლის მზარდი რეიტინგები აღშფოთებას იწვევს გერმანიის ლიბერალ ამომრჩევლებში.
არ ვფიქრობ, რომ ევროკავშირის საგარეიო პოლიტიკამ რაიმე სახის მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული ცვლილებები განიცადოს.
მიუხედავად არჩევნებსი შედგებისა ის დარჩება ორმაგი სტანდარტების, პოლიტიკური მიკერძოების, ელიტური კორუფციის და შერჩევითი სამართლის აუღებელ ბასტიონად.
რაც შეიძლება მემარჯვენეების დაწიანურებით კონტინეტმა ისარგებლოს ეს ფართომაშტაბიანი მოსალოდნელი ომის შეჩერება გახლავთ.
იდეაში, ხომ ევროპარლამენტი თავად უძლურია, ევროპას რეალურად ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეთაურები ხელმძღვანელობენ. და ჯერჯერობით მათ წარმატებით შეინარჩუნეს ძალაუფლება. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში ჩვენ ვნახავთ შემდეგს: აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები მიჰყვებიან თავიანთი პოლიტიკის რენაციონალიზაციის გზას, სამხრეთის ქვეყნებიც და გერმანია დარჩება ლიბერალური ღირებულებების მთავარ დასაყრდენად ევროპაში.
ირაკლი ჯანყარაშვილი
2026-05-06
2026-05-04
2026-05-03
2026-05-03
2026-05-03
2026-05-02
2026-05-01
2026-05-01
2026-05-01
2026-04-29