img1


გერმანიის მთავრობამ შეიმუშავა გეგმა ომის შემთხვევაში - BILD

ერთი დღით ადრე თავდაცვის მინისტრმა პისტორიუსმა განაცხადა, რომ გერმანია 2029 წლამდე უნდა მოემზადოს რუსეთთან შესაძლო ომისთვის. ახლა გერმანიის მთავრობამ წარმოადგინა „საერთო თავდაცვის ჩარჩო დირექტივა“. დოკუმენტში გაწერილია ის ზომები, რომლებიც უნდა იქნას მიღებული სამხედრო კონფლიქტის დროს.

 

 ▪️ნატოს ჯარები უნდა განლაგდეს ქვეყნის მასშტაბით აღმოსავლეთ ფლანგამდე, სადაც ასევე განთავსდება ბუნდესვერის ძალები. 

 ▪️სარდაფები, მიწისქვეშა ავტოსადგომები და მეტროსადგურები მოსახლეობისთვის დროებით ბუნკერებად გამოიყენონ. 

 ▪️სანამ გერმანია თავს იცავს, ბუნდესტაგი არ უნდა დაიშალოს.

 ▪️ხელისუფლებამ შესაძლოა ქვეყნის ზოგიერთი რაიონიდან სასწრაფო ევაკუაცია ბრძანენა გასცეს. თუმცა აკრძალულია ოჯახების განცალკევება. 

 ▪️საავადმყოფოები მომზადებული უნდა იყვნენ „პაციენტთა დიდი რაოდენობის უეცარი შემოდინებისთვის დიდი ხნის განმავლობაში“.

 ▪️ომის შემთხვევაში გერმანიას მიწოდების კრიზისი ემუქრება: მაგალითად, ბოსტნეული და ხილი. შესაბამისად, სურსათის სამინისტროს შეუძლია რაციონალური საკვების განაწილება. მთავრობა ხორბალს, ჭვავს და შვრიას საიდუმლო ადგილებში შეინახავს. ასევე არის გადაუდებელი რეზერვი (ბრინჯი, წიწაკა) მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით ქალაქის ცენტრებში, დღეში ერთი ცხელი კვებით.

 ▪️ხელისუფლებას შეუძლია კომპანიებს დაავალოს საქონლის წარმოება მხოლოდ თავდაცვის საჭიროებისთვის.

 ▪️ომის შემთხვევაში „წვევამდელთა სავალდებულო სამსახური“ ბრუნდება. ეს ნიშნავს, რომ მოქალაქეების ჯარში გაწვევა ნებისმიერ დროს შეიძლება.

 ▪️დასაქმების სამსახურმა შეიძლება დაავალდებულოს 18 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეები იმუშაონ გარკვეულ სამუშაოებზე: მაგალითად, მედდად, ფოსტაში, თონეებში.