img1


CNN - ევროპარლამენტის არჩევნებში გამოკითხვბი წინასწარმეტყველებს, რომ რიგ ქვეყნებში მემარჯვენე ძალები გაიმარჯვებენ

ევროპარლამენტის არჩევნები   - 

მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი დემოკრატიის ტესტი, რომელშივ

დაახლოებით 373 მილიონი ადამიანი 

მონაწილეობს ევროკავშირის მაშტაბით

 

ევროკავშირის 27 ქვეყნის ამომრჩევლები ხუთშაბათიდან კვირამდე მიდიან არჩევნებზე, რათა აირჩიონ პარლამენტის 720 წევრი, რაც გადამწყვეტ როლს ითამაშებს ბლოკის პრიორიტეტებისა და პოლიტიკური მიმართულებების ფორმირებაში მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში.

 

კენჭისყრა ხდება გადამწყვეტ მომენტში ევროკავშირისთვის, რომელიც ებრძვის საკითხებს, დაწყებული უკრაინისა და ღაზას ომებიდან დასრულებული მიგრაციით და კლიმატის ცვლილებამდე. გამოკითხვებმა რიგ ქვეყნებში მემარჯვენე პარტიებისთვის დიდი მოგება იწინასწარმეტყველა, რასაც შეიძლება ჰქონდეს გრძელვადიანი გავლენა ევროკავშირის პოლიტიკაზე.