img1


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დასავლეთის მიერ უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მოსკოვმა, შესაძლოა, მსგავსი იარაღი მიაწოდოს სხვა ქვეყნებს დასავლეთის სამიზნეებზე დარტყმისთვის

„თუ ვინმე თვლის, რომ შესაძლებელია საბრძოლო ზონაში ასეთი იარაღის მიწოდება, რათა ჩვენს ტერიტორიას დაარტყან და პრობლემები შეგვიქმნან, მაშინ რატომ არ გვაქვს უფლება მივაწოდოთ იმავე კლასის იარაღი მსოფლიოს იმ რეგიონებში, სადაც დარტყმები განხორციელდება იმ ქვეყნების მგრძნობიარე ობიექტებზე, რომლებიც ამას რუსეთთან მიმართებაში აკეთებენ“, - აღნიშნა პუტინმა.