img1


„გერმანია არ აპირებს უკრაინაში სამხედროების გაგზავნას, თუმცა გერმანიის არმია 2029 წლისთვის მზად უნდა იყოს ომისთვის,“ – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა

 „გერმანია არ აპირებს უკრაინაში სამხედროების გაგზავნას, თუმცა გერმანიის არმია 2029 წლისთვის მზად უნდა იყოს ომისთვის,“ – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა.

 

„ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, როგორც შემაკავებელი, რათა თავიდან ავიცილოთ ყველაზე უარესი. საგანგებო სიტუაციებში გვჭირდება ძლიერი ახალგაზრდა ქალები და მამაკაცები, რომლებსაც შეუძლიათ დაიცვან ეს ქვეყანა“, – აღნიშნა პისტორიუსმა.

 

გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ 2011 წელს სამხედრო გაწვევა შეაჩერა. გერმანული მედიის ინფორმაციით, პისტორიუსი, სავარაუდოდ, მალე წარადგენს წინადადებებს შესაძლო გაწვევის აღდგენის შესახებ.