გამოცემა TIME-ის შეკითხვაზე, თუ როგორ წარმოუდგენია ბაიდენს მშვიდობა უკრაინაში, აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსეთს, "არასდროს, არასდროს, არასდროს" უნდა მიეცეს საშუალება, მოახდინოს უკრაინის ოკუპაცია. ბაიდენის თქმით, ეს NATO-ს წევრობას არ ნიშნავს, მაგრამ "ეს NATO-ს ნაწილია", რადგან NATO-ს უკრაინასთან ისეთივე ურთიერთობა აქვს, როგორც სხვა ქვეყნებთან, რომლებსაც აწვდის იარაღს, საფრთხის არსებობის შემთხვევაში თავდაცვისთვის.
თუმცა, ადრეც აღვნიშნე და ეს თქვენც გააშუქეთ, რომ არ ვარ მზად მხარი დავუჭირო უკრაინის "ნატოიზაციას", - განაცხადა ბაიდენმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ დასავლეთი არ დაუშვებს უკრაინის დაცემას, "რადგან ეს დესტაბილიზაციას გამოიწვევს რუსეთის მოსაზღვრე ყველა ქვეყანაში, ბალკანეთიდან ბელარუსამდე".
2026-09-15
2026-09-15
2026-09-15
2026-09-14
2026-09-13
2026-09-07
2026-09-04
2026-08-25
2026-08-25
2026-08-25