img1


მესამე მუხლი კი ამბობს, რომ ჰანტერმა დაარღვია კანონი იარაღის ფლობის, რადგან ქვეყანაში იარაღი არ იყიდება ნარკომანებზე

როგორც კი ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესი დასრულდა, დელავერში ჰანტერ ბაიდენის, ჯო ბაიდენის შვილის სასამართლო პროცესი დაიწყო. და, როგორც პირველ შემთხვევაში, მედია იყენებს სიტყვას „პირველად“. პირველად ქვეყნის ყოფილი ლიდერი გაასამართლეს, ახლა პირველად ასამართლებენ მოქმედი პრეზიდენტის შვილს.

ჰანტერ ბაიდენს ბრალად ედება სამი მუხლი. პირველ ორში მას ბრალად ედება 2018 წელს დელავერის მაღაზიაში Colt Cobra

პისტოლეტის შეძენის დროს მან შესბამის ბლანკში არ ჩაწერა, რომ ის ნარკო დამოკიდებული იყო. ამით კი ჰანტერ ბაიდენმა კანონი დაარღვია.

მესამე მუხლი კი ამბობს, რომ ჰანტერმა დაარღვია კანონი იარაღის ფლობის, რადგან ქვეყანაში იარაღი არ იყიდება ნარკომანებზე. თუ ის დამნაშავედ დადგინდა, მას 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება პირველი ორი მუხლით, ხოლო მესამეზე 5 წლამდე.

ჰანტერ ბაიდენი დანაშაულს არ აღიარებს, თუმცა მას არა ერთხელ უღიარებია, რომ ის ნარკოდამოკიდებული იყო.

სოციალურ მედიაში ერთ-ერთ პოსტში ჰანტერი საკუთარ თავს აღწერს, როგორც „მატყუარას, ქურდს და ნარკომანს, როგორსაც არავინ იცნობს“. თავის 2021 წლის მემუარებში ის წერს, რომ „კვირაში შვიდი დღე ყოველ 15 წუთში ერთხელ ეწეოდა ნარკოსაშუალებას“.