აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ბირთვულ იარაღს უფრო დიდი საფრთხე უწოდა, ვიდრე კლიმატის ცვლილება. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ბირთვულ იარაღს კაცობრიობისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ მიიჩნევს. Fox News-თან ინტერვიუში ტრამპმა გაიხსენა, რომ ამერიკის ამჟამინდელმა ლიდერმა ჯო ბაიდენმა თავის ერთ-ერთ გამოსვლაში კლიმატის ცვლილებას უწოდა „ყველაზე დიდი ეგზისტენციალური საფრთხე“.
„ამავდროულად, ჩვენ გვყავს ეს გიჟები ბირთვული იარაღით. მათ შეუძლიათ ზიანი მიაყენონ, რაზეც არც კი ვისაუბრებ. <...> ეს იქნება განადგურება. ეს არის რეალური საფრთხე“, - თქვა ტრამპმა. მან არ დააკონკრეტა, ვის გულისხმობდა გიჟებში.
2026-09-15
2026-09-15
2026-09-15
2026-09-14
2026-09-13
2026-09-07
2026-09-04
2026-08-25
2026-08-25
2026-08-25