img1


მას შემდეგ, რაც საერთაშორისო სასამართლომ ისრაელს სამხედრო ოპერაციის შეწყვეტა უბრძანა, მათ ღამით შეუტიეს რაფაჰს, რომლის შედეგადაც ხალხი ცოცხლად დაიწვა და დასახიჩრდა

მას შემდეგ, რაც საერთაშორისო სასამართლომ ისრაელს სამხედრო ოპერაციის შეწყვეტა უბრძანა, მათ ღამით შეუტიეს რაფაჰს, რომლის შედეგადაც ხალხი ცოცხლად დაიწვა და დასახიჩრდა. თავზარდამცემია დაშავებულთა გოდებისა და ექიმთა პანიკის მოსმენა ქუვეითის საავადმყოფოში, სადაც გაუგონარი საშინელება დატრიალდა. ვრცელდება ცნობები ისრაელის დრონების მიერ საავადმყოფოს შესასვლელის დაბმომბვის შესახებ, რომელსაც ორი თანამშრომლის სიცოცხლე შეეწირა.პალესტინის წითელი ჯვრის საზოგადოების ინფორმაციით, მოკლულთაგან ბევრი საკუთარ კარვებში ცოცხლად დაიწვა.

 

მსოფლიო გმობს ამ შეტევას, თუმცა ისრაელის ომი ღაზას ტერიტორიაზე კვლავ გრძელდება. ათწლეულების განმავლობაში ისრაელმა მრავალი დანაშაული ჩაიდინა პალესტინის ტერიტორიაზე და ეს უკანასკნელი შემთხვევა პალესტინელი ხალხის მრავალწლოვანი ტანჯვის კიდევ ერთი მაგალითია. მხოლოდ, ბოლო შვიდ თვეში ისრაელმა 36,000-ზე მეტი ადამიანი და მათს შორის 15,000 ბავშვი მოკლა.ამ ხოცვა-ჟლეტის სათავეში მდგომებმა, “ანდა წმინდა მიწის ჯალათებმა”, საკუთარი არაჰუმანური დანაშაულების შესაბამისად უნდა აგონ პასუხი.