img1


ირაკლი კობახიძე - "გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი „ლელოსთან“ ერთად რეგიონებში დადიოდა წინასაარჩევნო კამპანიაზე"

„ახლა ვსაუბრობდით პარტია „ლელოზე“ და შეგახსენებთ, რომ საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი „ლელოსთან“ ერთად რეგიონებში დადიოდა წინასაარჩევნო კამპანიაზე, ბოლნისში იყო ჩასული „ლელოს“ ლიდერებთან ერთად. ასეთი არასერიოზული ქმედებების ფონზე, ამ კაცის განცხადებებს დიდ მნიშვნელობას ვერ მივანიჭებ. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. გერმანია, რომელიც ტრადიციულად გამოირჩეოდა, როგორც პასუხისმგებლობით აღსავსე სახელმწიფო, ასეთ ელჩებს არ უნდა აგზავნიდეს საქართველოსნაირ ქვეყანაში. ელჩი, რომელიც აკეთებს ანტიქართულ განცხადებებს, ჩვენთვის არ არის ღირებული“, - ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, პეტერ ფიშერის განცხადება, რომელმაც სამეცნიერო ფონდის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ევროპული გზიდან გადაუხვია.