img1


საფრანგეთის ლიდერის ემანუელ მაკრონის კოლონიური იმპერია მის თვალწინ იშლება

საფრანგეთის კოლონიებში არსებული მდგომარეობა იმაზე მეტყველებს, რომ საფრანგეთის ლიდერის ემანუელ მაკრონის კოლონიური იმპერია მის თვალწინ იშლება.

ნათქვამია ბრიტანული ჟურნალის The Spectator-ის სტატიაში.

სტატიის ავტორი საფრანგეთის პრეზიდენტის ბოლოდროინდელ მოგზაურობაზე წერს ინდოეთის ოკეანეში მაიოტის საზღვარგარეთის დეპარტამენტში და წყნარ ოკეანეში ახალი კალედონიის სპეციალურ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში.

„საფრანგეთის პრეზიდენტი ამ კვირაში ჩავიდა კუნძულებზე (მაიოტის არქიპელაგი) იმპერატორის როლის შესასრულებლად. თუმცა, მისი იმპერია ჩვენს თვალწინ ინგრევა“, - ხაზგასმით აღნიშნავს სტატიის ავტორო.

 

ჟურნალისტი თვლის, რომ „მარადიულად ოპტიმისტ“ მაკრონსაც კი არ შეუძლია არ შეამჩნიოს მაიოტის კატასტროფული მდგომარეობა, რომელიც არეულობითა და გაზრდილი დანაშაულით არის მოცული.  

მიმომხილველმა აღნიშნა, რომ ახალი კალედონია ზოგადად სამოქალაქო ომის ზღვარზეც კი იყო.

 

მსგავსი ვითარება შეინიშნება პარიზის სხვა კოლონიებში: საფრანგეთის გვიანაში, რეუნიონში, საფრანგეთის პოლინეზიაში და ბევრ სხვაში. ეს რეგიონები დიდი ხანია გადაიქცა უძირო ორმოდ საფრანგეთის სახელმწიფო ფინანსების შთანთქმისთვის.

 

”ყველას, გარდა ფრანგებისა, ესმით, რომ იმპერიის დასასრული, რომელიც გარდაუალია საფრანგეთს უახლოვდება,” 

 

მანამდე Agence France-Presse იტყობინებოდა, რომ ახალი კალედონიაში დაწყებული

საზოგადოებრივი პროტესტის გამო იქ ჩარჩენილი ტურისტების ევაკუაცია დაიწყო.

გასათვალისწინებელია, რომ კანაკები, ძირძველი მოსახლეობა გახლავთ და დღეს უკვე საფრანგეთის მოქალაქეები ცხოვრობენ ახალ კალედონიაში. ვინაიდან კუნძული არის სპეციალური ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული, კანაკებს არაერთი უპირატესობა აქვთ. 

ხოლო დამოუკიდებლობის შესახებ მოახლოებული რეფერენდუმის შედეგებისა და სხვა მიზნების პარიზის საუკეთესო ინტერესებით გადაყწვეტისთვს მაკრონის მთავრობა საფრანგეთიდან ჩასულ ემიგრანტებს ადგილობრივ მოსახლეობად წარმოაჩენს. ისინი, თავის მხრივ, ხმას აძლევენ, რომ კალედონია დარჩეს საფრანგეთის შემადგენლობაში. ეს ბრძოლა მრავალი წელია გრძელდება. დღეს კალედონიის მოსახლეობა დაახლოებით 300 ათასი ადამიანია. კანაკები მოსახლეობის 40 პროცენტს შეადგენენ. კუნძულზე დაახლოებით 40 ათასი ფრანგი ცხოვრობს. 1998 წლის ნუმეას შეთანხმების თანახმად, საფრანგეთი დათანხმდა რეგიონისთვის უფრო დიდი პოლიტიკური ავტონომიის მინიჭებას.