„არანაირ სანქციებს არ ველოდებით და ვერანაირი სანქციებით ვერ დაგვაშინებენ, როდესაც ქვეყნის ბედზეა საუბარი. საქართველო უნდა გადავარჩინოთ. მშვიდობა უნდა შევინარჩუნოთ. ესაა მთავარი. მშვიდობის გარეშე არც ევროკავშირი იქნება, არც სახელმწიფო გვექნება და აღარც სიცოცხლე. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ საქართველო, სახელმწიფო და არ დავუშვებთ საქართველოს უკრაინიზაციას. არ დავუშვებთ იმას, რაც ხდება ბევრ უკრაინულ ქალაქში.
თუ რამე დადებითი გადაწყვეტილება უნდოდათ, ეს შეეძლოთ შარშან გაეკეთებინათ, მათ შორის ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობა, ფრენები. რაც შეეხება სამხედრო დახმარებას, ამ წუთას ყველაზე მეტად ვისაც სჭირდება სამხედრო დახმარება, კარგი იქნება, იმას გაუწიონ“, - ასე გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, სოზარ სუბარი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღებას “შედეგები მოჰყვება“.
2026-05-06
2026-05-06
2026-05-06
2026-05-04
2026-05-03
2026-05-03
2026-05-03
2026-05-02
2026-05-01
2026-05-01