img1


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი მიიჩნევს, რომ ვლადიმერ ზელენსკი ლეგიტიმური პრეზიდენტია

 გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი მიიჩნევს, რომ ვლადიმერ ზელენსკი ლეგიტიმური პრეზიდენტია, რადგან საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების ჩატარება შეუძლებელია. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

 

„არა მარტო უკრაინის, არამედ სხვა ქვეყნების კონსტიტუციაში ნათქვამია, რომ საომარი მდგომარეობის დროს არ შეიძლება არჩევნების ჩატარება. ეს, მაგალითად, გერმანიის ძირითად კანონშიც არის ჩაწერილი“, - აღნიშნა ბერბოკმა.