img1


სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება. ამის შესახებ რობერტ ფიცოს მკურნალმა ექიმებმა განაცხადეს.

 

„დღევანდელი სამედიცინო საბჭოს შეხვედრის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური, ის კლინიკურად უმჯობესდება, შეუძლია კომუნიკაცია და ანთებითი ნიშნები ეტაპობრივად მცირდება. პრემიერ-მინისტრი ჩვენი ყურადღების ქვეშ რჩება“, – ნათქვამი ქალაქ ბანსკა-ბისტრიცას საავადმყოფოს განცხადებაში.

 

ვიცე-პრემიერ რობერტ კალინაკის განცხადებით, ფიცოს მდგომარეობა ჯერ კიდევ სერიოზულია იმისთვის, რომ ის ბრატისლავის საავადმყოფოში გადაიყვანონ.