ირანის პრეზიდენტის თვიმფრინავმა ავარიული დაშვება განახორციელა ირანის აღმოსავლეთ რეგიონში
ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტო IRNA-ზე დაყრდნობით ვრცელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ირანის აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში, ქალაქ ვარზიგანში მოხდა.
რაისის გარდა, ბორტზე იმყოფებოდნენ თავრიზის პარასკევის მეჩეთის იმამი მუჰამედალი ალი ჰაშიმი, საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანი, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციის გუბერნატორი მალიქ რაჰმათი და კიდევ რამდენიმე მგზავრი.
შემთხვევის ადგილზე მისვლას სამაშველო ჯგუფები ცდილობენ, თუმცა ირანის პრეზიდენტის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
2026-05-07
2026-05-06
2026-05-06
2026-05-06
2026-05-04
2026-05-03
2026-05-03
2026-05-03
2026-05-02
2026-05-01