img1


აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი ჯეიკ სალივანი ისრაელს 19 მაისს რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის ეწვევა

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი ჯეიკ სალივანი ისრაელს 19 მაისს რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის ეწვევა. მრჩეველი ქვეყანაში საუდის არაბეთში ვიზიტის შემდეგ გაემგზავრება, როგორც ისრაელსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის შუამავლობის ამერიკის მცდელობების ნაწილი.

ის ფაქტი, რომ სალივანი, და არა სახელმწიფო მდივანი ანტონი ბლინკენი, სტუმრობს ისრაელს, ვარაუდობს, რომ მოლაპარაკებების აქცენტი ამჯერად ღაზას ჰუმანიტარულ დახმარებაზე კი არ იქნება, არამედ უფრო „სტრატეგიულად“ მიჩნეულ საკითხებზე.

 

 სხვა საკითხებთან ერთად, დღის წესრიგში იქნება რაფაში ოპერაცია, ამერიკული იარაღის მიწოდების შეფერხება და, როგორც უკვე აღინიშნა, სექტორის ომის შემდგომი სტრუქტურა.

 სალივანის ვიზიტი არ შედგება ორივე მხარისთვის ყველაზე ხელსაყრელ დროს, მაგრამ მასზე შეთანხმება ჯერ კიდევ მანამდე იყო დადებული, სანამ ვაშინგტონთან აზრთა სხვადასხვაობა გაჩნდებოდა რაფაში ოპერაციასთან დაკავშირებით და ვიწრო სამხედრო კაბინეტში მწვავე წინააღმდეგობებს შეხვდებოდა ნეთანიაჰუ. ეს უკანასკნელი, კერძოდ, გასულ კვირას თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტის მკვეთრი განცხადების შემდეგ გახდა ცნობილი.

 

საუბრის თვარი საკითხები კი იქნება.

შეერთებული შტატებიდან იარაღის მიწოდების აკრძალვა: 

მიზეზები, შედეგები და პრობლემები

გალანტი: ისრაელის სამხედრო ძალა ღაზაში არის საფრთხე ეროვნული უსაფრთხოებისთვის

დღის წესრიგში კიდევ ერთი თემა საუდის არაბეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის ხელშეწყობაა.  

ერრიადში ვიზიტის დროს სალივანი ესაუბრა ტახტის მემკვიდრე პრინც მუჰამედ ბინ სალმანს.  

ისრაელში კი ის შეხვდება პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, თავდაცვის მინისტრ გალანტს, მინისტრებს ბენი განცს და რონ დერმერს, ასევე მის ისრაელეკ კოლეგას, ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელს ცაჰი ჰანეგბის. ორივე მხარე ამ ვიზიტს "კრიტიკულს" უწოდებს.