img1


რას უნდა ველოდოთ ბაიდენისა და სი ძინპინის დღევანდელი შეხვედრისგან?

რას უნდა ველოდოთ ბაიდენისა და სი ძინპინის დღევანდელი შეხვედრისგან?

 

 დასავლურმა მედიამ წინა დღით რამდენიმე ვარაუდი წარმოთქვა. პირველი ეს გახლავთ, ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის უთანხმოება, რომელიც შენარჩუნდება ამიტომ ერთობლივი განცხადება არ არის მოსალოდნელი, იუწყება Financial Times.

 

 ბაიდენმა გუშინ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მისი მიზანია 

ჩინეთის პრეზიდენტთან დიალოგის შენარჩუნა და ამ გზით კრიზისებისგან თავის დაღწევა.

 

 Bloomberg-ი, წყაროებზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ ლიდერები შეთანხმდებიან ფენტანილზე, ოპიოიდზე, რომელიც ჰეროინზე 50-ჯერ ძლიერია. შეერთებულ შტატებში ყოველდღიურად ათობით ადამიანი იღუპება ამ წამლის გადაჭარბებული დოზის გამო.

 

 ჩინეთმა შესაძლოა საბოლოოდ გააძლიეროს კონტროლი თავის ქიმიურ კომპანიებზე და შეერთებული შტატები გააუქმებს სანქციებს ჩინეთის სასამართლო ექსპერტიზის ინსტიტუტზე.

 

 ასევე, Financial Times-ის ცნობით, პეკინი იმედოვნებს ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული დიალოგის გაფართოებას - ამ ჩინურ ინდუსტრიაზე ამერიკული შეზღუდვების დონის შემცირების მიზნით.

 

 ამავდროულად, Axios მოელის, რომ განხილვის მთავარი თემა ტაივანი იქნება, „თუმცა არცერთი მხრიდან არ არის მოსალოდნელი ახალი გარანტიები“. ამავე დროს, ბაიდენი და სი შეიძლება შეთანხმდნენ, რომ არც ერთი მხარე არ შეცვლის სტატუს კვოს.