img1


"ნაც-ხლისტთა" ეს მოღალატე კასტა ქართული პოლიტიკის ყველაზე ტოქსიკური ნაწილია

ერმაკი უკრაინის გარდაუვალ დამარცხებას და სამშვიდობო მოლაპარაკებებს უწინასწარმეტყველებს.

 

არესტოვიჩი ზელენსკის კორუფციაში ამხელს და აღიარებს, რომ საზოგადოებას უკრაინის გამარჯვების ილუზიებს ხელოვნურად ქმნიდა.

 

ვაშინგტონში ღიად ამბობენ, რომ უკრაინის დახმარების რესურსი მილევადია და კონგრესში ახალი პაკეტის დამტკიცება უჭირთ.

 

დღეს უნგრეთმა უკრაინას 500 - მილიონი ევრო დაუბლოკა.

 

ზელენსკი ვიდეო მიმართვებში ფულის სესხებას ითხოვს.

 

აღარაფერს ვამბობ დასავლური გამოცემების სათაურებზე თუ სტატიებზე, რომლებიც უკრაინას პირდაპირ მიანიშნებენ, რომ დროა მოლპარაკებების მაგიდას მიუსხდეს და ნატოში ტერიტორიული დანაკარგებით გაწევრიანებაზე დათანხმდეს.

 

ამ პრაგმატული რეალობის შესახებ ორი წელია ვსაუბრობთ, ყველას გვახსოვს "ოპოლიდერები" სხვა "პროებთან" ერთად კიევში არესტოვიჩთან სელფის გადასაღებად როგორ დარბოდნენ.

ყველას ვინც უკრაინის გამარჯვების აფსურდს არ ვიჯერებდით მოღალატეებად გვრაცხავდნენ, ქართულ სახელმწიფოს ომის დაფინანსებას აბრალებდენ და მეორეფრონტის გაუხსნელობის გამო პრემიერი ლამის ჯვარს აცვეს.

 

"ნაც-ხლისტთა" ეს კასტა უფრო შორსაც კი გაიჭრა და საქართველოს პირდაპირ იარაღით ვაჭრობაში სდებდნენ ბრალს.

პრემიერს კი პირდაპირ სთხოვდნენ ისეთ სანქციებს შეერთებოდა, რომელიც ჩამოშლის პირას მიიყვანდა ეკონომიკას.

 

და რას ვხედავთ დღეს უკრაინაში ?

ერთი დიდი შოუს დასასრულს, რომელიც სახელმწიფოს დაშლით, უზარმაზარი ადამიანური მსხვერპლით და მიწასთან გასწორებული ქალაქებით დასასრულს უახლოვდება.

 

ირაკლი ჯანყარაშვილი