img1


დაძაბულობა იზრდება ერთის მხრივ უკრაინის სპეცსამსახურებსა და მეორეს მხრივ აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის.

დაძაბულობა იზრდება ერთის მხრივ უკრაინის სპეცსამსახურებსა და მეორეს მხრივ აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის.

 

 ამის შესახებ Times-ის სტატიაში უსაფრთხოების კვლევების სამეფო ინსტიტუტის თანამშრომელი მარკ გალეოტი წერს.

 

 მისი თქმით, კიევი „უკმაყოფილებას იწვევს“ დასავლეთის ქვეყნებში და ართულებს მასთან ურთიერთობას რუსეთის ტერიტორიაზე ან მის მიერ კონტროლირებად უკრაინის ტერიტორიებზე მკვლელობების ორგანიზებით.

 

 გალეოტიმ აღნიშნა დასავლეთის ქვეყნების შეშფოთება, რომ SBU და GUR არ იზიარებენ მათ შეხედულებებს. „ისინი საკუთარი ინიციატივით ცვლიან თავიანთი ტაქტიკას, რაც ქმნის რუსეთთან კონფლიქტის ესკალაციის საფრთხეს“, - განმარტა ექსპერტმა.

 

 და მიუხედავად იმისა, რომ ლონდონს და ვაშინგტონს არ სურთ უშუალოდ ომში ჩარევა, „უკრაინის ხელმძღვანელობა კი ყველა ღონეს ხმარობს დასავლეთის ომში ჩასართავად.

ამდროს კი არსებობს ვარაუდი, რომ მოსკოვმა შესაძლოა საპასუხო ზომები მიიღოს უშუალოდ დასავლეთის წინააღმდეგ“, წერს გალეოტი."

 

" ამავდროულად, ავტორი წერს, რომ კიევს ეშინია დასავლური სამხედრო მხარდაჭერის შესუსტების და შესაძლებელია მათი ქმედებები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე სწორედ ასეთი სცენარის თავიდან ასაცილებლად იყოს შექმნილი."