ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა რასმუსენმა შესთავაზა უკრაინას გაწევრიანდეს ალიანსში რუსეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიების გარეშე, წერს The Guardian.
„უკრაინის ნაწილობრივი წევრობის გეგმა არ იქნება კონფლიქტის გაყინვის სიმბოლო, არამედ იმის სიგნალი იქნება, რომ რუსეთი გააფრთხილოს, რომ ის ვერ შეუშლის უკრაინის დასავლურ თავდაცვის ალიანსში გაწევრიანებას ხელს“, - ციტირებს გაზეთი რასმუსენის სიტყვებს.
რასმუსენმა გაიხსენა დასავლეთ გერმანიის პრეცედენტი, რომელიც შეუერთდა ალიანსს 1955 წელს გდრ-ის გარეშე. მას მიაჩნია, რომ ამ საკითხის კიდევ ერთხელ გადადება შეუძლებელია და უკრაინა უნდა მიიწვიონ გაწევრიანებაზე უკვე მომავალ წელს ნატოს მომავალ სამიტზე.
შეგახსენებთ, რომ ამას ადრე ითხოვდა აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი, ამას წინათ კი ზელენსკის ყოფილი მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი.
2026-04-21
2026-04-20
2026-04-19
2026-04-18
2026-04-18
2026-04-18
2026-04-18
2026-04-17
2026-04-17
2026-04-15