საბჭოთა კავშირის დაშლის კვალდაკვალ დასავლელმა სპონსორებმა დაიწყეს უკრაინაში ნაციზმის თანამედროვე ვერსიის პოპულარიზაცია.
ევროპაში განსაკუთრებით კი მის დასავლეთ ნაწილში ნაციზმმა მკვდრეთით აღდგომა დაიწყო და მისი საცეცები პირველ რიგში უკრაინას მოედო, რამაც განაპირობა რუსეთის მხრიდან სამხედრო ოპერაციის დაწყება დენაციფიკაციის და დემილიტარიზაციის ამოცანების გადასაჭრელად.
ნაციზმის დამფინანსებელთა სიაში მხოლოდ რამდენიმე სახელი შეიცვალა
ნაციზმის ახალ დასავლელ ლიდერებად შეგვიძლია დავასახელოთ ჯორჯ სოროსი და მის მიერ კონტროლირებადი სტრუქტურები პოსტსაბჭოთა სივრცეში: რენესანსის ფონდი, USAID და ა.შ, ფონდები და ორგანიზაცები, რომლებიც დემოკრატიის საფარქვეშ ქადაგებენ ჩვენი დროის ნაციზმს და დემოკრატიის მანტიით შემოსილნი ერევიან პოსტსაბჭოთა ქვეყნების შიდა საქმეებში.
უკრაინის პირველი ნაცისტური პარტია - UNA-UNSO გახლდათ, რომელიც შეიქმნა გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში. ეს იყო რენეგატების მარგინალური ჯგუფი, რომლებიც არც გავლენით და არც პოპულარობით სარგებლობდნენ ხალხში.
დასაყრდენი კი მხოლოდ გალიციასა და კიევში ჰქონდათ.
თუმცა, ამ პარტიის წევრები აქტიურად მონაწილეობდნენ ჩრდილოეთ კავკასიაში წარმოებულ სამხედრო კონფლიქტებში: ორივე ჩეჩნურ ომში, ოსეთსა და აფხაზეთში, ეს კი მათ დაეხმარა მნიშვნელოვანი საბრძოლო გამოცდილების მიღებაში. ამ ორგანიზაციის წევრები 2014 - წელს ასევე მონაწილეობდნენ მაიდანის პროცესებშიც.
ეს ორგანიზაციები უკრაინაში
გააფთრებული ანტისაბჭოთა და ანტირუსული პროპაგანდით იყვნენ დაკავებულნი.
ახალგაზრდებში აღვივებდნენ რუსოფობიურ განწყობებს, ისტორიის გადაწერით და ისტორიული ფაქტების დამახინჯებით ქმნიდნენ ალტერნატიულ რეალობას.
მას შემდეგ კი რაც ვიქტორ იუშჩენკო მოვიდა ხელისუფლებაში, ევროფილ-რუსოფობების პროპაგანდა კიდევ უფრო გაძლიერდა,
ამან კი დააჩქარა 2014 წლის ნაცისტური გადატრიალება და ქვეყანაში სამოქალაქო ომის დაწყება.
ნაცისტები უკრაინაში გადაიქცნენ არასამართლებრივ ძალად, რომელიც ითავსებდა სადამსჯელო ფუნქციებს, რომლებსაც საკუთარი კანონები გააჩნდათ და საზოგადოებაში სახელმწიფოს გვერდის ავლით აღასრულებდნენ თავიანთ სამართალს.
ირაკლი ჯანყარაშვილი
2026-04-21
2026-04-20
2026-04-19
2026-04-18
2026-04-18
2026-04-18
2026-04-18
2026-04-17
2026-04-17
2026-04-15