img1


გვამები სჭირდებათ პატარა დრაკულებს... ნაცმოძრაობა კი გახლეჩილია დახეული კალოშივით და მის აღდგენას ვერც გვერდულად მოსიარულე ნიკანორი შეძლებს, ვერც_ ქურქუმალა და ვერც ვერავინ

კბილდაკრეჭილი ხაბე და მხარმოდრეკილი მელია შეიბნენ...

არა მე გადავარჩენ ნაცმოს, არა_მეო. 

ვითომ მომაკვდავი მიშა რომ წამოდგა და წამოიმართა, ამათაც ჰგონიათ, დისკრედიტებულ და გაფარჩაკებულ ნაცმოძრაობას ფეხზე წამოაყენებენ... კლდესავით.

...ხვალ სოფელ კირბალში იმ ძე შეცდომილის, საწყალი მიცვალებული თამაზ გინტურის გასვენებაში შეიკრიბებიან. მომხრეების მობილიზაცია უკვე შედგა, 8 საათიდან გაემგზავრებიან, თურმე...

ცხონება ჰქონდეს და ღმერთს ებარებოდეს ყველა გარდაცვლილი, მაგრამ "ნაცმოძელები" გარდაცვალებასაც რომ ზეიმად აქცევენ და პოლიტიკურ მნიშვნელობას ანიჭებენ, ხომ ხედავთ? გვამები სჭირდებათ პატარა დრაკულებს...

ნაცმოძრაობა კი გახლეჩილია დახეული კალოშივით და მის აღდგენას ვერც გვერდულად მოსიარულე ნიკანორი შეძლებს, ვერც_ ქურქუმალა და ვერც ვერავინ.

მელია და ხაბე კი მაინც ღელავენ_მიდით, ბიჭებო, რომელი ხართ მაგარი ფალავანი, ვინც მეტ პოპულარობას მოიხვეჭს ნაცებად წოდებულ ავადმყოფთა სექტაში, იმან ბოლოს ფოტო გადაიღოს ბადრია შუბლაძესთან და კოტიკო ყუბანეიშვილთან...

უკეთესი ავტორიტეტები თქვენს ბუნაგში მაინც არაა.