ვატიკანის გადაწყვეტილებით, კათოლიკურ ეკლესიაში ტრანსგენდერებს მონათვლა და ნათლიობა შეეძლებათ. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ტრანსგენდერების ნათლობასთან დაკავშირებით ვატიკანის რწმენის დოქტრინის დეპარტამენტი დადებით პასუხს იძლევა, თუმცა გარკვეული პირობებით, რომ „არ იქნება საჯარო სკანდალის გამოწვევისა და მორწმუნეებში დეზორიენტაციის გამოწვევის რისკი“.
ვატიკანის პასუხში ასევე აღნიშნულია, რომ ტრანსგენდერ პირებს შეუძლიათ, გახდნენ ნათლიები ან ჯვრისწერის მოწმეები, ადგილობრივი სასულიერო პირის შეხედულებისამებრ.
ამასთან ერთად, ვატიკანის რწმენის დოქტრინის დიკასტერიამ ბუნდოვანი პასუხი გასცა კითხვას, შეძლებენ თუ არა ერთნაირსქესიანი წყვილები აყვანილი შვილის ან სუროგატი დედის მიერ გაჩენილი ბავშვის მონათვლას. როგორც დეპარტამენტში განმარტავენ, ამისათვის უნდა იყოს საფუძვლიანი იმედი, რომ ბავშვი „განათლებას კათოლიკური რელიგიის მიხედვით მიიღებს“.
2026-04-21
2026-04-20
2026-04-19
2026-04-18
2026-04-18
2026-04-18
2026-04-18
2026-04-17
2026-04-17
2026-04-15