img1


თუ ბაიდენის ნაცვლად დონალდ ტრამპი მოვა შეერთებულ შტატებში და ვაშინგტონი შეცვლის პოზიციას უკრაინაში სამხედრო მოქმედებებთან დაკავშირებით - ზელენსკი

თუ ბაიდენის ნაცვლად დონალდ ტრამპი მოვა შეერთებულ შტატებში და ვაშინგტონი შეცვლის პოზიციას უკრაინაში სამხედრო მოქმედებებთან დაკავშირებით, კიევი გააგრძელებს რუსეთთან ბრძოლას ამერიკის მხარდაჭერის გარეშე, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ. „ძნელი იქნება თუ აშშ პოზიციას შეიცვლის. თუ კონგრესი და თეთრი სახლი შეცვლის პოლიტიკას, მე ვიტყვი, კარგი, ჩვენ ვიბრძოლებთ თქვენს გარეშე“, - განაცხადა ზელენსკიმ თუ ტრამპს შეერთებული შტატების პრეზიდენტად აირჩევენ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რესპუბლიკური პარტიის ცალკეული წევრების შეხედულებები საფრთხეს შეუქმნის კიევს. ზელენსკიმ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის არ დაუჭერს მხარს იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ შეაჩერონ სამხედრო კონფლიქტი „ნებისმიერ ფასად“.