img1


"ნაცების ლობისტი ევროპარლამენტარები განცხადებას ავრცელებენ"

ევროპარლამენტარების - პეტრას აუსტრიევიჩუსის, ვიოლა ვონ კრამონის, ანა ფოტიგას, მაიკლ გალერის, მარკეტა გრეგოროვას, რასა იუკნევიჩიენეს, ანდრიუს კუბიულიუსის და სვენ მიკსერის ერთობლივი განცხადება:

 

„საქართველო არის ევროპა და ქართველები არიან ევროპელები. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკომისიის გაფართოების შესახებ წლიურმა ანგარიშმა.

 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობას არ ჰქონდა ნება, შეესრულებინა ევროკომისიის თორმეტი რეკომენდაცია და ქვეყნის საგარეო პოლიტიკა თანხვედრაში ყოფილიყო ევროკავშირთან - ქართველ ხალხთან, ზოგიერთ ქართველ პოლიტიკურ ლიდერთან, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტთან და სამოქალაქო საზოგადოების ბევრ წარმომადგენელთან, რომელთან ნებაც აღმოჩნდა უფრო ძლიერი, მათი ევროპელობა კი უფრო მდგრადი. მათი და მხოლოდ მათი დამსახურებაა ეს ისტორიული მიღწევა".