img1


ამის შესახებ Washington Post-ი წერს და კომენტარს აკეთებს მთავარსარდალ ზალუჟნის გარშემო განვითარებულ ბოლო მოვლენებზე

რამდენიმე თვიანია შეფერხებული კონტრშეტევის და მძიმე მსხვერპლის შემდეგ, უკრაინის ლიდერებს შორის დაძაბულობა მომწიფდა.  ამის შესახებ Washington Post-ი წერს და კომენტარს აკეთებს მთავარსარდალ ზალუჟნის გარშემო განვითარებულ ბოლო მოვლენებზე.  „20 თვიანი ყოვლისმომცველი ომის შემდეგ, უკრაინის მანამდე ურყევ ეროვნულ ერთიანობაში სახალხო განხეთქილება იწყება. ურთიერთობების ჩიხში შესვლამ შესაძლოა უკრაინა აიძულოს რუსეთთან მოლაპარაკებებში დათმობებზე წავიდეს.უთანხმოებებს ამძაფრებს მოახლოებული მძიმე ზამთარი და წარუმატებლობა სამხრეთის ფრონტზე.ამ პროცესების ფონზე, „ზელენსკის მთავრობისთვის სულ უფრო რთული ხდება ახლო მოკავშირეების დარწმუნება, რომ მას სჭირდება კიდევ უფრო მეტი იარაღის, ფულის და სხვა რესურსების მიწოდება რუსული ჯარების შესაკავებლად“.