ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა ხურვალეთში და სამომავლოდ ამგვარი ტრაგედიების თავიდან ასაცილებლად პირდაპირი დიალოგი უნდა დაიწყოს მოსკოვთან, ურთიერთობების ნორმალიზებით შევძლებთ გრძელვადიანი მშვიდობის შენარჩუნებას, ჩვენი მოქალაქეების დაცვას.
მანამდე კი ქვეყნის შიგნით "ფესვებგადგმულ" მოღალატეებს თავები უნდა დავაყრევინოთ, რომლებსაც რეალურად არა ტრაგედია ადარდებთ, არამედ მისგან ქულების დაწერის შესაძლებლობა გულს ისე უხარებთ, რომ აი მაგალითად ქაცარავამ არც აცია არც აცხელა და ქუჩაში გამოდით ხალხნოო, პრაგმატული პოლიტიკა და სამშვიდობო დიალოგები დაივიწყეთ, გამოდითო.
რისთვის გვეძახიან ქუჩაში ?
ვინმეს ადარდებთ გარდაცვლილი ? ან მითუფრო ოკუპაციაზე ღელავენ ?
რომ ღელავდნენ, ერთნი მოსკოვიდან ჯიბეებს ისევ არ ამოისქელებდა რუსული რუბლებით, მეორენი კი ომის შემდეგ რუსულ "ბოევიკებში" წამყვან როლებს არ ითამაშებდა და იქაურ შოუბიზნესში ვარსკვლავებად არ მოგვევლინებოდნენ.
რა თქმა უნდა ამ ისტერიის ფლაგმანი "ოპო-ლიდერებია" დანაჩენი აქტივისტები, რომლებსაც დენთზე ნავთის დასხმა ევალებათ - ირაკლი ჯანყარაშვილი.
2026-04-21
2026-04-20
2026-04-19
2026-04-18
2026-04-18
2026-04-18
2026-04-18
2026-04-17
2026-04-17
2026-04-15