img1


აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ბაიდენი ექვსი წლის ბავშვზე ჭკვიანი არ არის

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ბაიდენი ექვსი წლის ბავშვზე ჭკვიანი არ არის და ამაზე მსოფლიო იცინის.

 

 მე შევხვდი ექვსი წლის ბავშვებს, რომლებიც ბაიდენზე ბევრად ჭკვიანები იყვნენ, მათ შორის, მისი ახალგაზრდობის პერიოდში.

  – ისაუბრა ტრამპმა ფლორიდაში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს.

 

 მისი თქმით, ბაიდენი მოსყიდული და სრულიად კორუმპირებული, არაკომპეტენტური და კომპრომეტირებულია.

 

 მან დასძინა, რომ რუსეთისა და ჩინეთის ხელმძღვანელობა შოკირებულია იმით, რაც შეერთებულ შტატებში ხდება. თუ ადრე ეს სახელმწიფოები პატივს სცემდნენ აშშ - ს, ახლა ჩინეთი ამერიკელებს ბავშვებივით ესაუბრება.