img1


ევროკავშირის გზაზე სწორად, რომ გვევლო ათიათასი რუსი ჯარისკაცი საზღვარზე უნდა შეგვეკავებინა, თბილისი ბათუმი და ქუთაისი რუსული ავიაგამანადგურებლების სამიზნედ გადაგვექცია - ირაკლი ჯანყარაშვილი

ევროკავშირის გზაზე სწორად, რომ გვევლო ჩვენი "აფხაზი და ოსი" ძმებისთვის ისევ იარაღი უნდა გვესროლა, ათიათასი რუსი ჯარისკაცი საზღვარზე შეგვეკავებინა, თბილისი ბათუმი და ქუთაისი რუსული ავიაგამანადგურებლების სამიზნედ გადაგვექცია, "ვაშინგტონ - ბრიუსელიდან" გადმოგზავნილი გრანტებით ჩვენი ნაქები ოპოზიციის ჯიბეები ამოგვესქელებინა, მოწოდებული იარაღი ახლოაღმოსავლეთში გაგვეყიდა.

"ორსულების და კრამონების აღშფოთებული სიფათებით გვეამაყა და ჩვენ აუცილებლად, დავადგებოდით სწორ გზას, რომელზეც ენითაღუწერელ ადამიანურ მსხვერპლს შარლმიშელი ფურცელზე დატანილი წარწერით, "თქვენი მიიღეთ კანდიდატის სტატუსი" დაგვიფასებდა.

- " კანდიდატის სტატუსის მიღება ასიათასობით დევნილის დამატებას, კოლოსალურ მსხვერპლს და იძულებით მობილიზაციას მოითხოვს "

 " ნახევარი ქეყანა დაკარგა ზელენსკიმ, ათეული მილიონი უკრაინელი დევნილად გადააქცია, ასობით ათასი ფრონტის ხაზზე შეაკლა, თავისივე მრჩეველი კორუფციაში, იარაღით ვაჭრობაში და ტყუილებში ამხელს!

ორსულასათვის კი ეს ევროკავშირის გზაზე სწორად სვლაა! " 

ევროპარლამენტარების ამგვარი განცხადებების შემდეგ კოლექტიური "სამნიძე დეკანოიძეები" საცვლებიდან ამოხტებიან ევროკავშირი ომს არ ითხოვს, ეს ხო რუსული პროპაგანდააო.

რიტორიკული კითხვა : "კორუფციაში ჩაფლულმა, განახევრებულმა და მიწასთან გასწორებულმა უკრაინამ რითი დაიმსახურა ორსულას სიმპათია 

პასუხგაუცემელია ? "- ირაკლი ჯანყარაშვილი.